კლინიკა რეიმანი ქართული ოცნების ანტიევროპულ გადაწყვეტილებას ემიჯნება და აქციაზე დაზარალებულებს დახმარებას სთავაზობს
კლინიკა რეიმანი ქართული ოცნების ანტიევროპულ გადაწყვეტილებას ემიჯნება - ისინი მზად არიან აქციაზე დაშავებულებს უფასოდ გაუწიონ დახმარება.
ამასთან, კლინიკის განცხადების თანახმად, ისინი საქართველოს კონსტიტუციით განსაზღვრულ ევროინტეგრაციის კურსს მტკიცედ უჭერს მხარენ.
"ჩვენ ვიზიარებთ ჩვენი თანამოქალაქეების მისწრაფებას ევროპული ღირებულებებისკენ და ვგმობთ ძალადობას, რომელიც მიმართულია მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი კლინიკა არ ახორციელებს გადაუდებელ სამედიცინო მომსახურებას, მზად ვართ, ჩვენი კომპეტენციის ფარგლებში, უფასოდ გავუწიოთ დახმარება დაზარალებულებს. ჩვენ გვჯერა, რომ საქართველოს მომავალი ევროპაშია, სადაც ადამიანის უფლებები, თავისუფლება და დემოკრატია უმთავრეს ღირებულებებს წარმოადგენს", - წერია განცხადებაში.