ლევან ხაბეიშვილი ამბობს, რომ სპეცრაზმი თავს დაესხა და მისი დაკავება სცადა
ლევან ხაბეიშვილის ინფორმაციით, მას სპეცრაზმი თავს დაესხა - როგორც ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ამბობს, ჭიჭინაძის ქუჩიდან 15 ნიღბიანი გამოვარდა და მისი დაკავება სცადა.
მისივე თქმით, საზოგადოების ჩარევის შემდეგ, სპეცრაზმმა მისი დაკავება ვერ შეძლო.
მინიმუმ 15 მასკიანი გამოვარდა, რომელიც მწვდა და სცადა ჩემი დაკავება. წამში მოვასწარი ხელის გამორთმევა და მერე ბიჭები იყვნენ, რომლებიც ჩადგნენ და დაიწყო დაპირისპირება. ფეხი დამიშვდა მხოლოდ, მაგრამ ხომ ხვდებით ეს ხალხი აბროლუტურად გასულია ზღვარს. რატო უნდოდათ ჩემი დაკავება?- უბრალოდ სწორად რომ საუბრობ, ეს აღიზიანებთ. ხალხი გაიმარჯვებს ამ ბრძოლაში“, - ამბობს ის.
ხაბეიშვილის მისი დაკავების მცდელობას, “ხარებას“ დავალებას უკავშირებს და აცხადებს, რომ “მისი მიმართულებით პოლიციის მაღალჩინოსანს პირადი მიზეზი აქვს.“
“ხარებას“ ჩემს მიმართულები პირადი აქვს, ნახევარი სახე წამართვა, ყველამ ფიცით, რომ ეს კაცი მაგნიცკის სიაშია, მსოფლიოში აღიარებული კრიმინალი, მას დასაკარგი აღარაფერი აქვს, ჩვეულებრივი მკვლელია. ის ნარკოტიკული თრობის ქვეშ იძლევა დავალებებს. ესენი არიან ჩვეულებრივი ბავშვიჭამიები“, - ამბობს ხაბეიშვილი.