ბალტიისპირეთის ქვეყნები ეროვნულ სანქციებს უწესებენ მათ, ვინც საქართველოში პროტესტს ახშობს

01.12.24 22:51
ბალტიისპირეთის ქვეყნები ეროვნულ სანქციებს უწესებენ მათ, ვინც საქართველოში პროტესტს ახშობს

ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი გაბრიელიუს ლანდსბერგისი წერს, რომ ბალტიის სამი სახელმწიფო ერთობლივად შეთანხმდა ეროვნული სანქციების დაწესებაზე მათ წინააღმდეგ, ვინც საქართველოში ლეგიტიმური პროტესტს თრგუნავს. 

ამის შესახებ გაბრიელიუს ლანდსბერგისი X-ზე წერს.

  • „დემოკრატიის მოწინააღმდეგეები და ადამიანის უფლებათა დამრღვევები ჩვენს ქვეყანაში სასურველები არ არიან” - ნათქვამია განცხადებაში.

ბალტიის სამი სახელმწიფო ერთობლივად შეთანხმდნენ, რომ  სანქციები დაუწესონ იმ პირებს, რომლებიც საქართველოში ლეგიტიმურ პროტესტს ახშობენ. დემოკრატიული პროცესების მოწინააღმდეგეები და ადამიანის უფლებების დამრღვევები ჩვენს ქვეყნებში (ესტონეთში, ლატვიაში და ლიეტუვაში) მისაღები პირები არ არიან"- წერს ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი გაბრიელიუს ლანდსბერგისი. 

ბალტიის სახელმწიფოების მიერ მიღებულ შეთანხმებაზე წერს ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ბაიბა ბრაჟე და ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მარგუს ცაჰკნა.

მსგავსი სიახლეები