სენატორი ჯიმ რიში - საქართველოს ხელისუფლებამ უნდა შეწყვიტოს ძალადობა მომიტინგეებზე

01.12.24 23:23
სენატორი ჯიმ რიში - საქართველოს ხელისუფლებამ უნდა შეწყვიტოს ძალადობა მომიტინგეებზე

საქართველოს ხელისუფლებამ უნდა შეწყვიტოს ძალადობა მომიტინგეებზე -  ამის შესახებ აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის წევრი, ჯიმ რიში სოციალურ პლატფორმა X-ზე  წერს.

მისი თქმით, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილება ევროკავშირთან მოლაპარაკებების გაუქმების შესახებ ეწინააღმდეგება ქართველების 80%-ის სურვილს და მათ კონსტიტუციას.

სენატორის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლებამ ეს გადაწყვეტილება უნდა გააუქმოს.

„ეს აჩვენებს ამჟამინდელი მთავრობის ნამდვილ სახეს. ხელისუფლებამ უნდა შეწყვიტოს ძალადობა მომიტინგეებზე და გააუქმოს ეს გადაწყვეტილება“, - წერს ამერიკელი სენატორი.

მსგავსი სიახლეები