საქართველოში მშვიდობიანი მომიტინგეების მიმართ ძალადობა დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს - ბულგარეთის საგარეო

02.12.24 00:03
 საქართველოში მშვიდობიანი მომიტინგეების მიმართ ძალადობა დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს - ბულგარეთის საგარეო

მშვიდობიანი მომიტინგეების მიმართ ძალადობა დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს, - ამის შესახებ ბულგარეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული.

საგარეოში მიჩნევენ, რომ საქართველოს მმართველი პარტიის გადაწყვეტილება, არ განაგრძოს ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყება, ღალატობს ქართველი ხალხის  ევროპულ მისწრაფებებს.

საქართველოს მმართველი პარტიის გადაწყვეტილება, არ განაგრძოს ევროკავშირთან გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყება და უარი თქვას ევროკავშირის გრანტებზე 2028 წლამდე, ღალატობს ქართველი ხალხის აბსოლუტურ ევროპულ მისწრაფებებს და ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას.

მშვიდობიანი მომიტინგეების მიმართ ძალადობა დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს. ბულგარეთი დგას ქართველი ხალხის გვერდით და გააგრძელებს მხარი დაუჭიროს მათ არჩევანს ევროპულ მომავალთან დაკავშირებით“, - აღნიშნულია განცხადებაში.

მსგავსი სიახლეები