სპეცრაზმი მშვიდობიან მოქალაქეებს არბევს - სამართალდამცველებმა რუსთაველის გამზირი დაიკავეს
სპეცრაზმის წარმომადგენლები მოქმედებაზე გადავიდნენ - რუსთაველის გამზირზე აქციის მონაწილეების წინააღმდეგ იყენებს წყლის ჭავლს და ე.წ. გაზის კაფსულებს.
საპოლიციო ძალებმა წყლის ჭავლის მანქანებთან ერთად რუსთაველის გამზირი დაიკავა.
ნიღბიანები თავისუფლების მოედნიდან დაიძრნენ. ხარებას რაზმს შეძახილებით ხვდებიან, აღმართულია ბარიკადები.