ვგმობთ ძალადობას მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ - ევროპული საბჭოს პრეზიდენტი
მთავრობის ქმედებები ეწინააღმდეგება ხალხის ნებას - ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ანტონიო კოშტა X-ზე წერს.
კოშტას განცხადებიდან ირკვევა, რომ ის კაია კალასთან ერთად საქართველოს პრეზიდენტს ესაუბრა.
მაღალჩინოსანი აღნიშნავს, რომ ევროკავშირი ქართველი ხალხის გვერდში დგას.
პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს ტელეფონით ვესაუბრე კაია კალასთან ერთად.
ჩვენ ვგმობთ ძალადობას მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ.
მთავრობის ქმედებები ეწინააღმდეგება ხალხის ნებას. ევროკავშირი ქართველი ხალხის გვერდში დგას.