04:50 სთ - რუსთაველის გამზირი ისევ პროტესტის მთავარი ეპიცენტრია
04:50 - რა ხდება რუსთაველზე - რუსთაველის გამზირი ისევ პროტესტის მთავარი ეპიცენტრია. აქციის მონაწილეებსა და სპეცდანიშნულების რაზმს შორის სიტუაცია პერიოდულად იძაბება, ვრცელდება დაკავებულების შესახებ ინფორმაციაც, თუმცა მომიტინგეები პროტესტს არ წყვეტენ და ყველა დარბევის შემდეგ, ისევ პარლამენტის შენობის წინ ბრუნდებიან.
საპოლიციო ძალები პროტესტის მონაწილეების რუსთაველის გამზირიდან გაყვანას ე.წ. გაზის კაფსულების და სხვა სპეციალური საშუალებების გამოყენებით პერიოდულად ისევ ცდილობენ.
"ხალხნო, თენდება და გამოდით აქციაზე", - მოუწოდა tv "პირველთან" ინტერვიუში თანამოქალაქეებს კიდევ ერთმა დემონსტრანტმა.
ფოტო: რადიო თავისუფლება