ილია თოფურია: ჩემი მკაფიო მხარდაჭერა ყველა იმ პროტესტანტის მიმართ, ვინც ჩვენს უფლებებსა და ამბიციებს იცავს

02.12.24 05:06
ილია თოფურია: ჩემი მკაფიო მხარდაჭერა ყველა იმ პროტესტანტის მიმართ, ვინც ჩვენს უფლებებსა და ამბიციებს იცავს

ჩემი მკაფიო მხარდაჭერა ყველა იმ პროტესტანტის მიმართ, ვინც ჩვენს უფლებებსა და ამბიციებს იცავს - ამის შესახებ UFC-ის ჩემპიონი ილია თოფურია სოციალურ ქსელში წერს. 

UFC-ის ჩემპიონი აღნიშნავს, რომ რცხვენია იმის ნახვა თუ როგორ ექცევიან საქართველოს შვილებს. 

„ვეწინააღმდეგები გადაწყვეტილებას ევროკავშირში ჩვენი გაწევრიანების მოლაპარაკებების შეწყვეტის თაობაზე. მრცხვენია იმის ნახვა თუ როგორ ექცევიან საქართველოს შვილებს. ამას თავისუფლება არ ჰქვია.

ჩვენ გვინდა უკეთესი მომავლის უზრუნველყოფა ჩვენი ქვეყნისთვის. აუცილებელია, რომ გავაგრძელოთ ჩვენი გზა ევროპულ ინტეგრაციაში, რადგან ეს ყველა მოქალაქისთვის შესაძლებლობებისა და პროგრესის მომავალია. ერთად უნდა ვიბრძოლოთ დემოკრატიული და თავისუფალი საქართველოსთვის“ - წერს UFC-ის ჩემპიონი ილია თოფურია

მსგავსი სიახლეები