სპეცრაზმი ჟურნალისტს ფიზიკურად გაუსწორდა: "კედელს მიმახეთქა"
ჟურნალისტი მარიამ ნიკურაძე, რომელიც რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციას აშუქებს, ამბობს, რომ სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს, საპოლიციო ძალებმა მისი დაკავება სცადეს.
მისი მონათხრობის მიხედვით, მას შემდეგ, რაც უთხრა, რომ მედიის წარმომადგენელი იყო, სპეცრაზმმა ხელი გაუშვა და "კედელს მიახეთქა"
ძალადობის შედეგად დაზიანდა აპარატურა.
გაისროლეს ძალიან ბევრი ცრემლსადენი გაზი და ამ ნისლში გამოვარდნენ დასაკავებლად, როცა მე მეცნენ, ხელი ავწიე კამერა ვაჩვენე და ვუთხარი, რომ ჟურნალისტი ვარ-თქო. რის შემდეგაც ხელი გამიშვა და მიმახეთქა კედელზე. რა დროსაც კამერა დაიმტვრა"- უთხრა "ტვ პირველს" ჟურნალისტმა.
მარიამ ნიკურაძე ვარაუდობს, რომ სპეცრაზმის მიზანია, ჟურნალისტებმა აქციაზე საპოლიციო ძალების მიერ მოქალაქეერბზე ძალადობის მტკიცებულებების აღბეჭდვა ვეღარ შეძლონ:
"დღეს მეორე კამერა დამემტვრა, პირველი აქციის პირველ დღეს. ამის გარდა არაერთი მსუბუქი დაზიანება მაქვს. ჩემი კოლეგები დაშავდნენ, ზოგი დაიჭირეს. ისეთი განცდა მაქვს, რომ როცა სასტიკი მეთოდებით აკავებენ ადამიანებს, ცდილობენ, ხელი შეგვიშალონ გადაღებაში, რომ ეს არ დავაფიქსიროთ" - დასძინა მან.