სპეცრაზმმა ძალადობრივი დაკავებები დაიწყო - ნიღბიანებმა მშვიდობიანი მოქალაქეები ალყაში მოაქციეს

02.12.24 06:42
სპეცრაზმმა ძალადობრივი დაკავებები დაიწყო - ნიღბიანებმა მშვიდობიანი მოქალაქეები ალყაში მოაქციეს

დედაქალაქის მთავარ გამზირზე, მეტროსადგურ "რუსთაველის" მიმდებარე ტერიტორიაზე ვითარება უკიდურესად დაძაბულია. 

მოვლენათა ქრონოლოგია ასეთია:

  • მას შემდეგ, რაც რუსთაველის გამზირზე განლაგებულმა საპოლიციო ძალებმა ცრემლსადენი გაზი გაუშვეს და მოქალაქეებისკენ დაიძრნენ, მომიტინგეებმა მწყობრად, რუსთაველის მეტროსკენ გადაადგილება დაიწყეს, რა დროსაც მოულოდნელად, მათი მიმართულებით ნიღბიანები დაიძრნენ და რამდენიმე მოქალაქე ძალის გამოყენებით დააკავეს. 
  • დევნის ოპერაციისას მომიტინგეებმა აღმოაჩინეს, რომ რესპუბლიკის მოედანი და რუსთაველის მეტროსთან მდებარე, კოსტავას ქუჩა პოლიციამ ჩახერგა და დემონსტრანტები ალყაში მოაქცია. 

აქციის მონაწილეების ნაწილმა მეტრო „რუსთაველს“ შეაფარა თავი, კადრებში ჩანს, როგორ შეჰყვა პოლიცია მათ მეტროში. 

ამ დროისთვის ნიღბიანები და სპეცტექნიკა რესპუბლიკის მოედანზეა განლაგებული. 

 

მსგავსი სიახლეები