"ხარება" მომიტინგეების დარბევის ბრძანებას ვაჟა სირაძის ავტომობილიდან გასცემდა

02.12.24 06:55
"ხარება" მომიტინგეების დარბევის ბრძანებას ვაჟა სირაძის ავტომობილიდან გასცემდა

 

 

მოქალაქეების ძალისმიერი მეთოდებით დაკავების ბრძანებას განსაკუთრებული სისასტიკით გამორჩეული შს მაღალჩინოსანი, სანქცირებული "ხარება" პირადად გასცემდა - "პირველების" კამერამ განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ზვიად ხარაზიშვილი რესპუბლიკის მოედანზე საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელის, ვაჟა სირაძის ავტომობილში შავი ფერის Toyota Camry-ში დააფიქსირა. 

ავტომობილით, სანომრე ნიშნით IO-101-IQ  სწორედ ვაშა სირაძე გადადგილდება ხოლმე. 

კადრების გაშიფვრის შედეგად დგინდება, რომ "ხარება" ავტომობილის უკანა სავარძელზე ზის და ხელით რობოკოპებს დავალებებს აძლევს. 

ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, საპოლიციო ძალებმა რუსთაველის გამზირი მომიტინგეებისგან სრულად გაასუფთავეს.

მომიტინგეები ძალის გამოყენებით გაიყვანეს ოპერისა და ასევე  მეტრო „რუსთაველის“ მიმდებარე ტერიტორიიდან. 

საპოლიციო ძალები  ფილარმონიასთან და რესპუბლიკის მოედანზე არიან განლაგებულები. 

მსგავსი სიახლეები