დაკავებულია ზურა ჯაფარიძე - ვიდეო
ჭავჭავაძის გამზირზე „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, ზურაბ გირჩი ჯაფარიძე დააკავეს. პოლიტიკოსის დაკავების კადრები სოციალური ქსელით გავრცელდა.
პოლიტიკოსი ადგილზე აქციის სხვა მონაწილეებთან ერთად რუსთაველის გამზირიდან მივიდა, სადაც დემონსტრანტები სპეცდანიშნულების რაზმმა დაარბია.
რუსთაველის გამზირზე დემონსტრანტების ძალადობით დაშლის შემდეგ, მომიტინგეების ნაწილმა ვაკეში გზა გადაკეტეს. პოლიციამ რამდენიმე ადამიანი დააკავა, მათ შორის ზურა გირჩი ჯაფარიძე.