მიხელსონი: საქართველოს წინ კრიტიკული დღეები ელის - ევროკავშირმა უნდა მიიღოს ზომები მკაცრი სანქციების სახით
"საქართველოს თვითგამოცხადებული ხელისუფლება მიზანმიმართული ტერორის საშუალებით ცდილობს სახალხო რევოლუციის ჩახშობას" - ამის შესახებ ესტონეთის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, მარკო მიხელსონი X-ზე წერს.
მარკო მიხელსონის შეფასებით, ქართველ ხალხს კრიტიკული დღეები ელოდება წინ, რის გამოც, ევროკავშირმა სანქციების სახით ზომები უნდა მიიღოს.
საქართველოს თვითგამოცხადებული ხელისუფლება მიზანმიმართული ტერორის საშუალებით ცდილობს სახალხო რევოლუციის ჩახშობას.
საქართველოს წინ კრიტიკული დღეები ელის. ევროკავშირი განზე არ უნდა დადგეს, არამედ, უნდა მიიღოს ზომები მკაცრი სანქციების სახით“, - წერს მიხელსონი.