"ზურა ჯაფარიძე პოლიციას წინააღმდეგობას არ უწევდა" - თვითმხილველი ყვება, როგორ დააკავეს პოლიტიკოსი
ამ დრომდე გაურკვეველია, სად გადაიყვანეს კოალიცია "ცვლილებისთვის" ლიდერი ზურა ჯაფარიძე, რომელიც პოლიციამ გამთენიისას ვაკის პარკთან აიყვანა. "პირველებმა" ჩაწერა თვითმხილველი, რომელიც ოპოზიციონერი პოლიტიკოსის დაკავებას შეესწრო.
თვითმხილველი ყვება, რომ დაკავების მომენტში ჯაფარიძე პოლიციელებს წინააღმდეგობას არ უწევდა. წინააღმდეგობას არ უწვედნენ სამართალდამცველებს არც სხვა აქტივისტები, რომლებსაც ასევე აკავებდნენ და მოქალაქის თქმით, ავტომობილებში "ტენიდნენ".
თამარაშვილზე ზუსტად ერთი გაჩერება ამოგვატარა ავტობუსმა და გვიხსნიდა მზაგვრებს, რომ არ შეეძლო გზის გაგრძელება, რადგან ასე უთხრეს. უკვე ახლოს, გზის გამყოფ ზოლზე რომ გადმოვიდა ჯაფარიძე, მაშინ დავინახე, რომ ზურა ჯაფარიძე იყო და ასე გადავიღე მისი დაკავების კადრები. წინააღმდეგობას არ უწევდნენ ეს ადამიანები. ხელშ ატატებული მოჰყავდათ ხალხი და ზურაც წყნარად იდგა და აკავებდნენ. ხალხი წივის, კივის ამ დროს, ვიდეოშიც ნახავდით რაც ხდება. ანუ ხალხი უწევდა წინააღმდეგობას, დაკავებულები - არა. არ ვიცი რას უშებოდნენ ამ ადამიანებს, ადამიანები ქრებოდნენ და მერე უხეშად მანქანებში ტენიდნენ, - ყვება თვითმხილველი.
მოქალაქეები ასევე ყვებიან, რომ პოლიცია ზურა ჯაფარიძეს და ახალგაზრდებს ჭავჭავაძის გამზირიდან თამარაშვილამდე მისდევდა. მათი თქმით, ძალოვანები აქტივისტებს ფიზიკურად უსწორდებოდნენ და ვაკის პარკშიც კი ჩაუსაფრდნენ.
შეგახსნეებთ, რომ გამთენიისას ჭავჭავაძის გამზირზე „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, ზურაბ გირჩი ჯაფარიძე დააკავეს.