"ცვლილებებისთვის": ზურა ჯაფარიძის ადგილსამყოფელი კვლავ უცნობია - ვაგრძელებთ ბრძოლას ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ

02.12.24 11:47
"ცვლილებებისთვის": ზურა ჯაფარიძის ადგილსამყოფელი კვლავ უცნობია - ვაგრძელებთ ბრძოლას ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ

კოალიცია "ცვლილებებისთვის" რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციის ფარგლებში ზურაბ ჯაფარიძის დაკავების ფაქტს ოფიციალური განცხადებით ეხმაურება. 

ხელისუფლების ოპონენტები წერენ, რომ ამ დროისთვის კვლავ უცნობია, ჯაფარიძის ადგილსამყოფელი. 

"ვაგრძელებთ ბრძოლას საქართველოს ევროპული მომავლისთვისა და ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ" - აღნიშნავენ კოალიცია "ცვლილებებში".

ბოლო ოთხ დღეში, მშვიდობიან დემონსტრაციებზე, უკანონოდ, ჩვენი ასეულობით თანამოქალაქე დააკავეს. ე.წ. ხელისუფლება აგრძელებს რეპრესიებს იმ პატრიოტების მიმართ, რომლებიც ჩვენი სამშობლოს თავისუფალი, ევროპული მომავლისთვის იბრძვიან. დღეს, თამარაშვილის ქუჩაზე, ასევე უკანონოდ დააკავეს "კოალიცია ცვლილებისთვის" ერთ-ერთი ლიდერი და წინააღმდეგობის მოძრაობის აქტიური წევრი, ზურაბ გირჩი ჯაფარიძე. მისი ადგილსამყოფელი ამ დრომდე უცნობია და ვცდილობთ გარკვევას, სად ჰყავთ ის გადაყვანილი.

ვაგრძელებთ ბრძოლას საქართველოს ევროპული მომავლისთვისა და ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ. მზად ვართ, საჭიროების შემთხვევაში, რეჟიმის პატიმრებსა და მათ ოჯახებს ნებისმიერი სახის დახმარება გავუწიოთ."- ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსნებთ, ზურაბ გირჩი ჯაფარიძე გამთენიისას ჭავჭავაძის გამზირზე დააკავეს.             

მსგავსი სიახლეები