კობახიძე, რომელმაც ევროკავშირთან მოლაპარაკებების პროცესი შეაჩერა, ამტკიცებს, რომ პარტნიორებთან ურთიერთობები გადაიტვირთება

02.12.24 11:37
კობახიძე, რომელმაც ევროკავშირთან მოლაპარაკებების პროცესი შეაჩერა, ამტკიცებს, რომ პარტნიორებთან ურთიერთობები გადაიტვირთება

"ქართული ოცნების" პრემიერი, რომელმაც ევროკავშირთან მოლაპარაკებების პროცესი შეაჩერა, იმედს გამოთქვამს, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებთან და ევროკავშირთან ურთიერთობები "თვისობრივად გადაიტვირთება".

ივანიშვილის გუნდის ლიდერი აღიარებს, რომ გასული წლების განმავლობაში სტრატეგიულ პარტნიორებთან ურთიერთობებს "სერიოზული პრობლემა შეექმნა", თუმცა იქვე ამტკიცებს, რომ ეს "ქართული ოცნების" ბრალი არ ყოფილა. 

"იყო უხეში შანტაჟი. საქმე შანტაჟის ნაცვლად" - ირწმუნება თვითგამოცხადებული პრემიერი.

რაც შეეხება საგარეო პოლიტიკას, აქ გვაქვს ამბიციური გეგმები. გვაქვს სერიოზული ამოცანები. ჩვენი მთავარი საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტი არის ევროკავშირში ინტეგრაცია. ჩვენი საარჩევნო პროგრამის თანახმად, 2028 წლისთვის ასოცირების დღის წესრიგით და თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებების 90%-ზე მეტი უნდა გვქონდეს შესრულებული და რა თქმა უნდა, ეს დაპირება პირნათლად შესრულდება. ასევე, გვაქვს ძალიან დიდი იმედი, რომ ურთიერთობები როგორც ამერიკის შეერთებულ შტატებთან, ასევე ევროკავშირთან თვისობრივად გადაიტვირთება. 20 იანვარს დონალდ ტრამპის ინაუგურაცია შედგება, შესაბამისად, აშშ-ის, ევროკავშირს ეყოლება ახალი ლიდერი.

ამ ლიდერების პირობებში ვფიქრობთ, ურთიერთობების თვისობრივად გადატვირთვა შესაძლებელია. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა ურთიერთობები გაჯანსაღდეს. გასული 4 წლის განმავლობაში ამ ურთიერთობებს სერიოზული პრობლემა შეექმნა, რაც ჩვენი ბრალი არ ყოფილა. ხელოვნური დაბრკოლებები იქმნებოდა საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე. იყო სერიოზული შანტაჟი, უხეში შანტაჟი. საქმე, შანტაჟის ნაცვლად. ეს არის ჩვენი დამოკიდებულება და ამ დამოკიდებულებით აუცილებლად უნდა განვაგრძოთ იმ მიმართულებით, რასაც ჰქვია საქართველოს სრულფასოვანი ინტეგრაცია ევროკავშირში“, - განაცხადა კობახიძე.

მსგავსი სიახლეები