პროტესტი საგარეო საქმეთა სამინისტროსთან - არსებული ინფორმაციით, უწყებაში კობახიძე მივა
პროტესტია ამ წუთებში საგარეო საქმეთა სამინისტროსთან. იქ ახლა ახალარზდები არიან შეკრებილი. აქციის მონაწილეებს აქვთ ინფორმაცია, რომ თვითგამოცხადებული პარლამენტის მიერ მინისტრად დამტკიცებული მაკა ბოჭორიშვილთან ირაკლი კობახიძე მიდის. ახალგაზრდები გეგმავენ, უწყებასთან პრემიერს დახვდნენ და მისი გადაწყვეტილება გააპროტესტონ, რომლის თანახმადაც, მთავრობამ ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესი შეაჩერა.
მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი პროტესტი ისმოდეს ყველან და მნიშნელოვანია, რომ ეს ესმოდეს მას, ვისკენაც მიმართულია ეს პროტესტი. ამიტომაც შევაწუხებთ ამ ადამიანს. ასევე საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს გამოვუცხადებთ სოლიდარობას, რომლებიც გაემიჯნენ ამ არალეგიტიმური მთავრობის განცხადებას, - ამბობს პროტესტის მონაწილე.
პროტესტის მონაწილეები ამბობენ, რომ ხელისუფლებას ახლა სისტემის ჩამოშლის ეშინია და კობახიძემ საგარეო საქმეთა სამინისტროში მისვლაც სწორედ ამ მიზეზით გადაწყვიტა.
ხელისუფლება არის პანიკაშ. თქვენ იცით, რომ საგარეო საქმეთა სამინისტროს 100-ზე მეტმა თანამშრომელმა გაავრელა განცხადება და უამრავმა ელჩმა დატოვა პოსტი და ფაქტობრივად, სისტემის შიგნით აქვთ ერთგვარი ჯანყისავით. კობახიძე, როგორც გვაქვს ინფორმაცია, აპირებს მოსვლას, რომ რაღაცნაირად აქვს შიში, რომ ეს პროცესი შეაჩეროს. არ ვიცი, მუქარას აპირებს თუ რის თქმას აპირებს ამ ხალხისთვის, მაგრამ მე მინდა, ჩვენს მოქალაქეებს, ამ ღირსეულ საჯარო მოხელეებს გამოვუცხადოთ მხარდაჭერა. ძალიან სწორ პოზიციაზე დგანან, - ამბობსარასამთავრობო როგანიზაცია „პრევენცია პროგრესისთის“ წევრი ტატო ქელბაქიანი.
ახალ მინისტრს უწყებაში კრიზისი აქვს. მას დიპლომატიური კორპუსი პრაქტიკულად ჩამოეშალა. ევროპულ მომავალზე უარის თქმის გამო ელჩები თანამდებებს ტოვებენ. რიგითი თანამშრომლები კი ინდივიდუალურ პროტესტს გამოხატავენ ივანიშვილის რეჟიმის ანტიდასავლური და ანტიევროპული პოლიტიკის გამო.