დაკავებულ მომიტინგეთა უმრავლესობას დაზიანებები აღენიშნებათ, აქვთ სახის ძვლების მოტეხილობაც - პრეზიდენტი

02.12.24 11:54
დაკავებულ მომიტინგეთა უმრავლესობას დაზიანებები აღენიშნებათ, აქვთ სახის ძვლების მოტეხილობაც - პრეზიდენტი

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი სპეციალური დანიშნულების რაზმების მიერ მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ არაპროპორციული ძალის გამოყენებას პლატფორმა X-ზე ეხმაურება.

ქვეყნის მთავარსარდალი სოციალურ ქსელში წერს, რომ დაკავებული დემონსტრანტების უმრავლესობას სახის არეში დაზიანებები აღენიშნებათ.

#საქართველო აპროტესტებს: დაკავებულ მომიტინგეთა უმრავლესობას დაზიანებები თავისა და სახის არეში აღენიშნება. მოტეხილი აქვთ სახის ძვლები, ასევე აღენიშნებათ ღია ჭრილობები. როგორც იურისტები აცხადებენ, ისინი დაკავების დროს და წინასწარი მოთავსების იზოლატორში გადაყვანამდე სცემეს", - წერს პრეზიდენტი.

მსგავსი სიახლეები