ზურა ჯაფარიძე თავისუფალია
კოალიცია "ცვლილებისთვის" ლიდერი ზურა ჯაფარიძე თავისუფალია. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში თავად დაწერა და საკუთარი ფოტოც გამოაქვეყნა.
"გარეთ ვარ" - წერს ოპოზიციონერი ლიდერი.
გათავისუფლების შემდეგ ჯაფარიძემ მომხდარის შესახებ "პირველებთან" ისაუბრა. მისი თქმით, პოლიცია მას გზის უკანონო გადაკეტვას ედავებოდა. პოლიტიკოსი ამბობს, რომ სამართალდამცველების მხრიდან მასზე ძალადობას ადგილი არ ჰქონია.
თამარაშვილზე დაგვაკავეს. რამდენიმე ადამიანი დააკავეს ჩემთან ერთად. როგორც განმიმარტეს და ადმინისტრაციული ოქმი შემიდგინეს, გზის სავალი ნაწილის უკანონო გადაკეტვა თუ რაღაც ეგეთი...დაკავებულების ზუსტი რაოდენობა არ ვიცი. ჩემთან ერთად ვინც იყო, ლუკა, ძალადობის ადგილი არ ჰქონია და ასევე კიდევ ერთი ბიჭი იყო, რომელიც მიყვანის დროს დავინახე და სავარაუდოდ, ის გადაჰყავდათ წინასწარი დაკავების იზოლატორში და არანაირი ძალადობის კვალი არ ეტყობოდა. ჩემთან მიმართებაში არაფერი. ძალიან პროფესიონალურად იქცეოდნენ, წესიერად და ზედმეტი არაფერი, - ამბობს ჯაფარიძე.
შეგახსენებთ, რომ ზურა ჯაფარიძე ძალოვანებმა დღეს, გამთენიისას ვაკის პარკთან დააკავეს.