"ზურაბაშვილმა საკუთარ თანამშრომლებს გამოუცხადა: ვინც პროევროპულ განცხადებას მოაწერეთ ხელი, საგარეოდან დაახვიეთო" - ბატიაშვილი

02.12.24 14:35
"ზურაბაშვილმა საკუთარ თანამშრომლებს გამოუცხადა: ვინც პროევროპულ განცხადებას მოაწერეთ ხელი, საგარეოდან დაახვიეთო" - ბატიაშვილი

საერთაშორისო ურთიერთობების ექსპერტი და საგარეო უწყების ყოფილი თანამშრომელი ზურაბ ბატიაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ სამინისტროს იმ თანამშრომლებზე, რომლებიც "ქართული ოცნების" გადაწყვეტილებას გაემიჯნენ, ზეწოლა ხორციელდება.

"გია ზურაბაშვილმა საკუთარ თანამშრომლებს გამოუცხადა: ვინც პროევროპულ განცხადებას მოაწერეთ ხელი, საგარეოდან დაახვიეთო" - წერს ბატიაშვილი.

ამასთან, ანალიტიკოსი საზოგადოებას დიპლომატების მხარდაჭერისკენ მოუწოდებს და აღნიშნავს, რომ პროტესტის ერთ-ერთი მთავარი კერა სწორედ საგარეოს მიმდებარე ტერიტორია უნდა გახდეს.

"სასწრაფო ინფორმაცია საგარეო საქმეთა სამინისტროდან:

- ევროპული დეპარტამენტის დირექტორმა გია ზურაბაშვილმა საკუთარ თანამშრომლებს გამოუცხადა: ვინც პროევროპულ განცხადებას მოაწერეთ ხელი, საგარეოდან დაახვიეთო…

მიდით ხალხო იქ. პროტესტის ერთ-ერთი მთავარი ადგილი საგარეო საქმეთა სამინისტრო უნდა იყოს! გაავრცელეთ ეს ინფორმაცია და მხარი დაუჭირეთ პატრიოტ დიპლომატებს!

მივმართავ საგარეო საქმეთა სამინისტროს იმ თანამშრომლებს, რომლებსაც საკუთარი პოზიციის გამო აიძულებენ დატოვონ სამსახური.

არავითარ შემთხვევაში თქვენით არ დაწეროთ განცხადებები! ეგ დიდი შეცდომა იქნებოდა! თუ ვინმე უნდა წავიდეს, ეგ მოძალადეები არიან! იდექით მყარად და შეუდრეკლად! მთელი ქვეყანა თქვენს გვერდითაა! ერთად გავიმარჯვებთ! - წერს ზურაბ ბატიაშვილი.

მსგავსი სიახლეები