"რეპრესიული აპარატის ნგრევის უტყუარი წინამორბედი ნიშანია" - პრეზიდენტი გიორგი გაბეხაძის მიერ პოსტის დატოვებაზე

02.12.24 16:38
"რეპრესიული აპარატის ნგრევის უტყუარი წინამორბედი ნიშანია" - პრეზიდენტი გიორგი გაბეხაძის მიერ პოსტის დატოვებაზე

"რეპრესიული აპარატის ნგრევის უტყუარი წინამორბედი ნიშანია" - ასე ეხმაურება აქართველოს პრეზიდენტი შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის ტაქტიკური მომზადების სამსახურის უფროსი ინსტრუქტორის, გიორგი გაბეხაძის მიერ თანამდებობის დატოვებას.

ქვეყნის მთავარსარდალი პატივისცემას უდასტურებს ყველა იმ მოქალაქეს, რომლებიც "სამშობლოს ინტერესებს პირად ინტერესებზე მაღლა აყენებს".

შინაგან საქმეთა სამინისტროდან გამოჩნდა პირველი მერცხალი! ეს კი რეპრესიული აპარატის ნგრევის უტყუარი წინამორბედი ნიშანია! სახელმწიფო თქვენ ხართ, ვინც ყველა უწყებაში და რა თანამდებობაზე არ უნდა იყოთ, თქვენს სამშობლოს პირად კარიერულ ინტერესზე მაღლა აყენებთ!", - წერს პრეზიდენტი.

მსგავსი სიახლეები