"სახალხო პროტესტი ცხადყოფს ქართველების ძლიერ სურვილს, გააგრძელონ ევროპული გზა" - ფინეთის პრეზიდენტი
"ოცნებამ" განაცხადა, რომ გაყინავს ქვეყნის ევროკავშირის გზას. ეს არის რადიკალური ცვლილება წინა პოლიტიკისგან, რომელიც ეფუძნებოდა ქვეყნის კონსტიტუციას - ამის შესახებ ფინეთის პრეზიდენტი, ალექსანდერ სტუბი წერს.
ფინეთის პრეზიდენტი იმასაც აღნიშნავს, რომ სახალხო პროტესტი ქართველი ხალხის ძლიერ სურვილს აჩვენებს, გააგრძელონ ევროპული გზა.
პარტია „ქართულმა ოცნებამ“ განაცხადა, რომ გაყინავს ქვეყნის ევროკავშირის გზას. ეს არის რადიკალური ცვლილება წინა პოლიტიკისგან, რომელიც ეფუძნებოდა ქვეყნის კონსტიტუციას. სახალხო პროტესტი ცხადყოფს ქართველების ძლიერ სურვილს გააგრძელონ ევროპული გზა. მათი პროტესტი არ უნდა იყოს ჩახშობილი. ფინეთი ქართველების გვერდით დგას." - წერს ფინეთის პრეზიდენტი.