"ოცნების" მაღალჩინოსნების დასანქცირება დასტურია, რომ ისინი ბრძოლაში ქართველი ხალხის გვერდით დგანან - გიგაური

02.12.24 17:54
"ოცნების" მაღალჩინოსნების დასანქცირება დასტურია, რომ ისინი ბრძოლაში ქართველი ხალხის გვერდით დგანან - გიგაური

ბალტიის სამი ქვეყნის მიერ "ქართული ოცნების" მაღალჩინოსნებისთვის სანქციების დაწესებასთან დაკავშირებით, "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" ხელმძღვანელი, ეკა გიგაური პირველ კომენტარს აკეთებს.

მესამე სექტორის წარმომადგენლის შეფასებით, ბიძინა ივანიშვილის, ზვიად ხარაზიშვილის, ვაჟა სირაძის, ვახტანგ გომელაურის, თეიმურაზ კუპატაძისა და მმართველი პარტიის კიდევ 7 პირის შავ სიაში შეყვანა დასტურია იმისა, რომ ესტონეთი, ლიეტუვა და ლატვია ბრძოლაში ქართველი ხალხის გვერდით დგას. 

ეს ნიშნავს, რომ ევროკავშირი და ევროკავშირის ეს სამი ქვეყანა დგას ქართველი ხალხის გვერდით. მათთვის ძალიან აშკარაა, თუ რა ბრძოლაში არის დღეს ქართველი ხალხი. ის, რომ დღეს ისინი ბიძინა ივანიშვილს ებრძვიან, რომელიც წარმოადგენს საქართველოში რუსეთის ინტერესებს. ასევე ევროკავშირის წევრი ქვეყნებისთვის აშკარაა, რომ ამ ბრძოლაში პოლიცია რუსი ოლიგარქის უკანონო დავალებებს ასრულებს  და ჩვენი მოქალაქეების უფლებებს არღვევს. ფაქტობრივად, ისინი იყენებენ როდიონოვის მეთოდებს. ამას მოყვება სხვა ქვეყნებიდან ნაბიჯები", - ამბობს ეკა გიგაური.

ბალტიის სამმა სახელმწიფომ "ქართული ოცნების" თერთმეტ მაღალჩინოსანს სანქციები დაუწესა - შავ სიაში ლიეტუვამ, ლატვიამ და ესტონეთმა ბიძინა ივანიშვილი, ვახტანგ გომელაური, შალვა ბედოიძე, იოსებ ჭელიძე, ალექსანდრე დარახველიძე, გიორგი ბუთხუზი, ზვიად ხარაზიშვილი, მილერი ლაგაზაური, მირზა კეზევაძე, ვაჟა სირაძე და თეიმურაზ კუპატაძე შეიყვანა. 

მსგავსი სიახლეები