ანა დოლიძე - ეს ხელისუფლება ისეთივე ჯალათად გადაიქცა, რასაც ვებრძოდით ადრე
კოალიცია ,,ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი, ანა დოლიძე საქალაქო სასამართლოში იმყოფებოდა.
მისი თქმით ქვეყანაში მიმდინარეობს ავტორიტარული რეპრესიები
“მოგესალმებით თბილისის საქალაქო სასამართლოდან. ველოდები საქმეების დაწყებას, ჯერ-ჯერობით აქ არავინ მოუყვანიათ. გადავსებულია იზოლატორები. კლანს ახალი მოსამართლე უპოვიათ, ვიღაცა ჯალათი, ზვიად ცეკვავა. ეს მოსამართლე ზის და 40-50 ადამიანს ასამართლებს ერთი და იგივე მტკიცებულებებით. სააკაშვილი რომ არ მომწონდა და ვაკრიტიკებდი, ვხედავდი თუ რა სისასტიკეს იყენებდა ხალხის წინააღმდეგ. მინდა გავიხსენო სერგო თეთრაძის საქმე, როდესაც ის მოიყვანეს ნაწამები არც იკითხა მოსამართლემ მისი მდგომარეობის შესახებ და გაუშვა პატიმრობაში, შემდეგ კი გარდაიცვალა. მინდა გითხრათ, რომ ეს სისასტიკე მოხდა ბოლო ორ დღეში. ადვოკატებს ვესაუბრე, აქ ვინც მოიყვანეს ყველა იყო ნაცემი და ისინი გაუშვეს საპატიმროებში. ეს ხელისუფლება ისეთივე ჯალათად გადაიქცა, რასაც ვებრძოდით ადრე. ჩვენი კანონმდებლობა ითვალისწინებს იმას, რომ როდესაც ადამიანს ეტყობა ზიანი, მოსამართლე ვალდებულია მას კითხოს და შემდეგ ეს ინფორმაცია გადააგზავნოს სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში. არცერთ შემთხვევაში ეს არ მომხდარა. ეს არის ზუსტად ავტორიტარული რეპრესიები - განაცხადა ანა დოლიძემ