ვულოცავ ბიძინა ივანიშვილს, სანქცირების პროცესი გაგრძელდება - მამუკა ხაზარაძე
ვულოცავ ბიძინა ივანიშვილს - ასე ეხმაურება "ძლიერი საქართველოს" ლიდერი, მამუკა ხაზარაძე ბალტიისპირეთის ქვეყნების მიერ ივანიშვილის და "ოცნების" 10 მაღალჩინოსნის დასაქნცირებას.
ხაზარაძე ამბობს, რომ სანქცირება გაგრძელდებდა და მას კიდევ ბევრი ქვეყანა შეუერთდება.
ყველას მოეთხოვება პასუხი საკონსტიტუციო გადატრიალებისა და ხალხის დარბევისთვის - ამბობს ოპოზიციონერი ლიდერი.
ვულოცავ ბიძინა ივანიშვილს, ყოფილი საბჭოთა კავშირის 3 რესპუბლიკა, ახლა უკვე ევროკავშირის წევრი ქვეყნები უკრძალავს მას ჩასვლას ამ ქვეყნებში. ეს არის მისთვის სამარცხვინო აქტი, ეს პროცესი დაწყებულია, ეს პროცესი გაგრძელდება, კიდევ ბევრი ქვეყანა შეუერთდება. ვინც ანტისახელწმწიფოებრივ და საკონსტიტუციო გადატრიალებაში მიიღო მონაწილეობა და ახლაც იღებს მონაწილეობას ჩვენი ახალგაზრდების უმოწყალო დარბევით, ყველას მოეთხოვება პასუხი. ეს არის დასაწყისი და ელოდეთ ძალიან ინტენსიურ გაგრძელებას. თქვენ არ ემსახურებით საქართველსო, თქვენ ემსახურებით რუსეთის და პუტინის ინტერესებს საქართველოში. ელოდეთ კიდევ მოკლე ხანში ახალ სანქციებს", - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.
ბალტიის სამმა სახელმწიფომ "ქართული ოცნების" თერთმეტ მაღალჩინოსანს სანქციები დაუწესა - შავ სიაში ლიეტუვამ, ლატვიამ და ესტონეთმა ბიძინა ივანიშვილი, ვახტანგ გომელაური, შალვა ბედოიძე, იოსებ ჭელიძე, ალექსანდრე დარახველიძე, გიორგი ბუთხუზი, ზვიად ხარაზიშვილი, მილერი ლაგაზაური, მირზა კეზევაძე, ვაჟა სირაძე და თეიმურაზ კუპატაძე შეიყვანა.