აქციის მონაწილეებისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ საქართველოს ხელისუფლების მზარდ ძალადობას პასუხი უნდა მოყვეს - რასმუსენი
"აქციის მონაწილეებისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ საქართველოს ხელისუფლების მზარდ ძალადობას პასუხი უნდა მოყვეს" - ამის შესახებ ნატოს ყოფილი გენერალური მდივანი, ანდერს ფოგ რასმუსენი პლატფორმა X-ზე წერს.
ანდერს ფოგ რასმუსენი სოლიდარობას და მხარდაჭერას უცხადებს ყველა იმ ადამიანს, რომელიც დემოკრატიული და ევროპული მომავლისთვის იბრძვის.
აქციის მონაწილეებისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ საქართველოს ხელისუფლების მზარდ ძალადობას პასუხი უნდა მოჰყვეს. ჩვენ ყველა მათგანის გვერდით ვდგავართ, ვინც დემოკრატიული და ევროპული მომავლისთვის იბრძვის“, - წერს ანდერს ფოგ რასმუსენი.