"მამაჩემი ამისთვის არ დაღუპულა" - პირველი სატელევიზიო ინტერვიუ შინდისის გმირის შვილთან, რომელმაც პროტესტის ნიშნად გაკვეთილი დატოვა

02.12.24 18:30
"მამაჩემი ამისთვის არ დაღუპულა" - პირველი სატელევიზიო ინტერვიუ შინდისის გმირის შვილთან, რომელმაც პროტესტის ნიშნად გაკვეთილი დატოვა

პირველი სატელევიზო ინტერვიუ შინდისის გმირის, ემზარ წილოსანის შვილთან. მარიამ წილოსანი"პირველებთან" ყვება, რომ ხელოვნების მასწავლებელთან კონფლიქტი ევროინტეგრაციიის საკითხზე და თბილისში მიმდინარე აქციებთან დაკავშირებით მოუვიდა, რის შემდეგაც იძულებული გახდა კლასი დაეტოვებინა. ერთი მოსწავლის პროტესტს მთელი კლასი აჰყვა.

აგვისტოს ომის მონაწილიის შვილი წუხს იმის გამო, რომ სკოლა, რომელიც მამამისის სახელს ატარებს, არ იციან ვინ არის საქართველოს ნამდვილი მტერი. მარიამ წილოსანი ლანჩხუთიდან ბათუმში ჩავიდა და ახალგაზრდების პროტესტს ქუჩაში შეუერთდა. 

მისი აზრი ის იყო, რომ ბავშვები თბილისში იქცევიან სამარცხვინოდ და ცუდად, ეწინააღმდეგებიან პოლიციელებს, აზიანებენ ყველაფერს. მხოლოდ ერთი ვიღაცა ცემესო და მეთქი კარგად არ გინახავთ ყველაფერი, ბევრი ადამიანი ცემეს, სიკვდილამდე მიიყვანეს და გულსისატკენია ეს ყველაფერი. გულსატკენია იმ ადამიანის საქციელი, რომლებიც პოლიციელების საქციელს ამართლებენ. სწორად იქცევიან მეთქი ყველანაირად, მეც მათ გვერდში ვარ, თბილისში რომ ვყოფილიყავი, დავდგებოდი იმათ გვერდით და იგივეს გავაკეთებდითქო. თურმე, ეს მასწავლებელი ჩემგან ასეთ საქციელეს არ მოელოდა და მასწავლებელმა აწია ხელები, შენთან არაფერს გავაგრძელებ, საუბარი იგულისხმა ალბათ. ვუთხარი, არ გააგრძელებთ და ავდგები, გავალ გაკვეთილიდან-მეთქი. გადიო. ავდექით ყველა, მთელი კლასი ჩემს გვერდით დადგა და გავედით გაკვეთილიდან. მინდა მამაჩემის გმირობა გავაგრძელო მეც და შევუერთდე იმ ახალგაზრდებს, რომელბცი ჩემსავით ფიქრობენ. მატირეს ორი გაკვეთილი და ჩემს ცრემლებს მაგათ ჩემი ოჯახის წევრები არ აპატიებენ", - ამბობს გმირის შვილი 

მსგავსი სიახლეები