მილერი: როდესაც სანქციების შესახებ განცხადებები გვაქვს გასაკეთებელი, ჩვენ ვაკეთებთ - აშშ ქართველი ხალხის მხარეს დგას

02.12.24 23:29
მილერი: როდესაც სანქციების შესახებ განცხადებები გვაქვს გასაკეთებელი, ჩვენ ვაკეთებთ - აშშ ქართველი ხალხის მხარეს დგას

აშშ ქართველი ხალხის მხარეს დგას - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, მეთიუ მილერმა 2 დეკემბერს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, შეშფოთებულები არიან იმ ნაბიჯებით, რომელიც "ქართულმა ოცნებამ" ევროპასთან უფრო დიდი ინტეგრაციის გზიდან გადასახვევად გადადგა 

„როგორც იცით სანქციებს ამ ტრიბუნიდან წინასწარ არ მიმოვიხილავთ, მაგრამ როდესაც სანქციების შესახებ განცხადებები გვაქვს გასაკეთებელი, ჩვენ მათ ვაკეთებთ. თქვენ უკვე ნახეთ, რომ სანქციები საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების წინააღმდეგ დავაწესეთ, დავაწესეთ სავიზო შეზღუდვები, მივიღეთ სხვა ზომები, საქართველოს მთავრობისთვის 95 მილიონი დოლარი შევაჩერეთ. ჩვენ ნათლად განვაცხადეთ, რომ ჩვენ შეშფოთებულები ვართ იმ ნაბიჯებით, რაც მათ ევროპასთან უფრო დიდი ინტეგრაციის გზიდან გადასახვევად გადადგეს“, - განაცხადა მილერმა.

 

მსგავსი სიახლეები