დღეს ღამით შემაშფოთებელი ესკალაცია შეინიშნება - პრეზიდენტი
საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი დღევანდელ საპროტესტო აქცია „შემაშფოთებელ ესკალაციად“ აფასებს და სოციალურ ქსელში გავრცელებულ პოსტში წერს, რომ დღეს მშვიდობიანი დემონსტრაცია ახალი დაწყებული იყო, როდესაც დარბევა დაიწყო.
„დღეს ღამით შეინიშნება შემაშფოთებელი ესკალაცია. მშვიდობიანი დემონსტრაცია ახალი დაწყებული იყო, როდესაც დარბევა დაიწყო. ეს არის თავდასხმა გამოხატვის თავისუფლებაზე და პროტესტის უფლებაზე - დარღვეულია ძირითადი უფლებები, რომ აღარაფერი ვთქვათ იმაზე, თუ როგორ აპატიმრებენ და ეპყრობიან ადამიანებს დაკავების შემდეგ”, - წერს ზურაბიშვილი.