პრეზიდენტი: მთელი ქვეყანა წინ აღუდგა რუსულ მარიონეტულ რეჟიმს
საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი თბილისში მიმდინარე მოვლენებს კიდევ ერთი განცხადებით ეხმაურება.
X-ზე გამოქვეყნებულ პოსტში, პრეზიდენტი წერს, რომ „საქართველოს მასშტაბით ხალხი წინ აღუდგა რუსულ მარიონეტულ რეჟიმს“.
საქართველოს მასშტაბით ხალხი წინ აღუდგა რუსულ მარიონეტულ რეჟიმს. დედაქალაქიდან ყველაზე პატარა ქალაქებამდე, ეს არის მოძრაობა, რომლის მსგავსიც ჩვენს ისტორიაში არ ყოფილა. გზავნილი ნათელია: დამიბრუნეთ ჩემი ხმა! დამიბრუნეთ ჩემი ევროპული მომავალი", - წერს სალომე ზურაბიშვილი X-ზე.