„ქართული ლეგიონი“: ცნობები საქართველოში ჩასვლას ვგეგმავთ რუსული დეზინფორმაციაა
ცნობები, თითქოს „ლეგიონი“ საქართველოში ჩამოსვლას გეგმავს, რუსული დეზინფორმაციაა - ამის შესახებ „ქართული ლეგიონი“ რამდენიმე წუთუთის წინ გავრცელებულ განცხადებაში წერს.
მათი თქმით, „რუსულმა პროპაგანდამ ცოტა ხნის წინ დაიწყო ცრუ ცნობების გავრცელება იმის შესახებ, თითქოს „ქართული ლეგიონი“ გეგმავს საქართველოში დაბრუნებას და საპროტესტო აქციებში მონაწილეობას“
ჩვენ კატეგორიულად უარვყოფთ ამ უსაფუძვლო ბრალდებებს. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ სრულად ვუჭერთ მხარს ქართველი ხალხის სამართლიან აღშფოთებას საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, შეაჩეროს პროგრესი ევროკავშირში გაწევრიანებისკენ, ჩვენი ბრძოლა რჩება აქ, უკრაინაში, სადაც ჩვენი საერთო მტერია.
ქართული ლეგიონი 2014 წლიდან მტკიცედ დგას უკრაინის წინაშე და გააგრძელებს რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ დგომას. ჩვენი თავდადება უკრაინის გამარჯვებისთვის ურყევია და ჩვენ ვიქნებით ფრონტზე, სანამ ეს მიზანი არ მიიღწევა“, - წერს „ქართული ლეგიონი“.