უილსონი: მჯერა, დონალდ ტრამპი დადგება ქართველი ხალხის გვერდით
ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე, რესპუბლიკელი კონგრესმენი ჯო უილსონი დარწმუნებულია, რომ დონალდ ტრამპი ქართველი ხალხის გვერდით დადგება, რომელიც მოპარულ არჩევნებს აპროტესტებს. ამის შესახებ ამერიკელმა მაღალჩინოსანმა "გლობალნიუსთან" ისაუბრა. უილსონის თქმით, ხელისუფლების წარმომადგენლები, რომლებიც ხალხს ავიწროებენ და მათზე ძალადობენ, უნდა დასანქცირდნენ.
ყველა, ვისაც თავისუფლებისა და დემოკრატიის სწამს, ამ დანაშაულის წინააღმდეგ ერთად უნდა დადგეს, - ამბობს კონგრესმენი.
დონალდ ტრამპი მხარს უჭერს თავისუფლებას. ის მხარს უჭერს დემოკრატიას. დონალდ ტრამპიც გახლავთ ადამიანი, რომელიც ასევე აპროტესტებს არჩევნებს, რომელიც შესაძლოა, არარეგულირებულად ჩატარდა. ამიტომ, მჯერა, დონალდ ტრამპი დადგება ქართველი ხალხის გვერდით და არა რეჟიმთან, რომელმაც არჩევნები გააყალბა. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ადამიანები, რომლებიც სხვებს ავიწროებენ, შესაბამისი შედეგები მიიღონ და მათზე სანქციები დაწესდეს. ძალადობის ორგანიზებას შესაბამისი პასუხი უნდა გაეცეს. ყველა, ვისაც თავისუფლებისა და დემოკრატიის სწამს, ამ დანაშაულის წინააღმდეგ ერთად უნდა დადგეს, - ამბობს კონგრესმენი.