პუტინს ჯერ არ სჭირდება საქართველოში შეჭრა. მმართველი პარტია და ივანიშვილი თავად ასრულებენ ბინძურ საქმეს - როთი

03.12.24 14:15
პუტინს ჯერ არ სჭირდება საქართველოში შეჭრა. მმართველი პარტია და ივანიშვილი თავად ასრულებენ ბინძურ საქმეს - როთი

პუტინს ჯერ არ სჭირდება საქართველოში შეჭრა. მმართველი პარტია და ოლიგარქი ივანიშვილი თავად ასრულებენ ბინძურ საქმეს, - ამის შესახებ გერმანიის პარლამენტის (ბუნდესტაგის) საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, მიხაილ როთი სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, მმართველი გუნდი და ივანიშვილი “საქართველოში ავტორიტარული, პრორუსული რეჟიმის დამყარებას ცდილობენ.“

პუტინს ჯერ არ სჭირდება საქართველოში შეჭრა. მმართველი პარტია და ოლიგარქი ივანიშვილი თავად ასრულებენ ბინძურ საქმეს და საქართველოში ავტორიტარული, პრორუსული რეჟიმის დამყარებას ცდილობენ. თუმცა, გაბედული თავისუფლებისთვის მებრძოლი ქართველები ამის შეჩერებას ცდილობენ. დავუჭიროთ მათ მხარი!“, - წერს როთი.

მსგავსი სიახლეები