კობახიძე ამტკიცებს, რომ ოპოზიციას ქვეყანაში რევოლუციის მორიგი მცდელობა ჩაუვარდა

03.12.24 14:27
კობახიძე ამტკიცებს, რომ ოპოზიციას ქვეყანაში რევოლუციის მორიგი მცდელობა ჩაუვარდა

ირაკლი კობახიძე ამტკიცებს, რომ ოპოზიციას ქვეყანაში რევოლუციის მორიგი მცდელობა ჩაუვარდა. "ოცნების" ლიდერი ისევ ირწმუნება, რომ აღნიშნულს უცხოური ძალები აფინანსებდნენ, თუმცა ახლა მათ ყველა რესურსი ამოეწურათ. 

ქართული საზოგადოებისთვის, ხალხისთვის იყო ძალიან უსიამოვნო 4 წლის განმავლობაში რევოლუციის 4 მცდელობის ყურება. ამ 4 წლის განმავლობაში ჩვენ ვიხილეთ უცხოეთიდან დაფინანსებული რევოლუციის 4 მცდელობა, ნაცმაიდნის ორგანიზების 4 მცდელობა, - ამბობს კობახიძე.  

მსგავსი სიახლეები