ევროინტეგრაციის პროცესის შეჩერების შემდეგ კობახიძე ამტკიცებს, რომ გზავნილი არასწორად იქნა გაგებული
ევროინტეგრაციის პროცესის შეჩერების შემდეგ კობახიძე ამტკიცებს, რომ გზავნილი არასწორად იქნა გაგებული. "ოცნების" ლიდერი ირწმუნება, რომ ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი გრძელდება.
ამასთან, კობახიძე ევროპელ პარტნიორებს ბრალს ისევ შანტაჟში სდებს და ამბობს, რომ ქართული საზოგადოების თვალში ევროკავშირმა შელახული რეპუტაცია უნდა აღიდგინოს.
ჩვენ ვწუხვართ, თუ ვინმემ ჩვენი გზავნილი არასწორად გაიგო ევროინტეგრაცია გრძელდება. მე შემიძლია, შევახსენო ერთი რამ ევროპელ ბიუროკრატებს, მხოლოდ შანტაჟის გარეშე გავაგრძელებთ გაწევრიანებას ევროკავშირში. საქმე შანტაჟის ნაცვლად და სამართლიანი დამოკიდებულება. ჩვენ და ევროპელმა პოლიტიკოსებმა ერთად უნდა აღვუდგინოთ ევროკავშირს ქართული საზოგადოების თვალშ შელახული რეპუტაცია, - ამბობს კობახიძე.