“ნუ აბრალებთ სხვებს“ - აშშ-ს საელჩოს გზავნილი "ოცნებას"
საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე ქარდს აქვეყნებს და "ოცნების" მხრიდან ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის შეჩერებას ეხმაურება.
“ქართულმა ოცნებამ" შეაჩერა ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი. „ქართულმა ოცნებამ" დაკარგა სტრატეგიული პარტნიორობა ამერიკის შეერთებულ შტატებთან“, - წერია საელჩოს ქარდის აღწერაში.