გამოვხატავთ სოლიდარობას ქართველი ხალხის მიმართ - მოლდოვის პრემიერი
მოლდოვის პრემიერი ქართველ ხალხს სოლიდარობას უცხადებს. დორინ რეჩანი სოციალურ ქსელში წერს, რომ მოლდოვა მხარს უჭერს ქართველების მშვიდობიანი შეკრების უფლებას.
ბოლო ხუთი დღის განმავლობაში ჩვენ ვხედავთ ქართველი ხალხის ურყევ ერთგულებას დემოკრატიისა და მათი ევროპული მისწრაფებების მიმართ. მოლდოვა სოლიდარობას გამოხატავს ქართველი ხალხის მიმართ. ჩვენ მხარს ვუჭერთ მათი მშვიდობიანი შეკრების უფლებას და დემოკრატიული მომავლისკენ სწრაფვას, რომელიც შეესაბამება ევროკავშირის ღირებულებებს, - წერს დორინ რეჩანი.
შეგახსენებთ, რომ უკვე 5 დღეა მოქალაქეები "ქართული ოცნების" გადაწყვეტილებას აპროტესტებენ, რომელმაც ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესი შეაჩერა. მე-5 დღეა მოქალაქეები ქვეყნის ცენტრალურ გამზირზე იკრიბებიან და საკუთარ პოზიციას ამ ფორმით გამოხატავენ. მშვიდობიან დემონსტრანტებს სასტიკად უსწორდება სპცერაზმი. არიან დაკავებულებიც.