“გასაკვირი არაა“- მარკო მიხელსონი საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე
“გასაკვირი არაა“, - ასე ეხმაურება ესტონეთის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, მარკო მიხელსონი საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომელმაც 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნების არაკონსტიტუციურად ცნობის შესახებ პრეზიდენტის და 30 პოლიტიკოსის კონსტიტუციური სარჩელები არსებით განსახილველად არ მიიღო.
მისი თქმით, “ეს მხოლოდ იმას ადასტურებს, რომ საპრეზიდენტო ინსტიტუტი საქართველოში დარჩენილი ერთადერთი დამოუკიდებელი კონსტიტუციური ინსტიტუტია.“
გასაკვირი არაა. ეს მხოლოდ იმას ადასტურებს, რომ საპრეზიდენტო ინსტიტუტი საქართველოში დარჩენილი ერთადერთი დამოუკიდებელი კონსტიტუციური ინსტიტუტია. „ქართულ ოცნებას“ ამ დამოუკიდებლობის დანგრევა 14 დეკემბერს სურს“, - წერს მარკო მიხელსონი.