ბექა დავითულიანი კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილედ დაინიშნა

03.12.24 16:54
ბექა დავითულიანი კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილედ დაინიშნა

ყოფილი პარლამენტარი, ბექა დავითულიანი კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილედ დაინიშნა.

შესაბამისი ბრძანება პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ 2 დეკემბერს გამოსცა.

დავითულიანი მე-10 მოწვევის პარლამენტში, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი იყო.

კულტურისა და სპორტის ახლად დანიშნულ მინისტრს კიდევ ორი მოადგილე ჰყავს. 

მსგავსი სიახლეები