ელჩებს და იმ საჯარო მოხელეებს, რომლებიც ტოვებენ "ოცნების" რიგებს, ვუცხადებთ მხარდაჭერას - ხაზარაძე

03.12.24 18:04
ელჩებს და იმ საჯარო მოხელეებს, რომლებიც ტოვებენ "ოცნების" რიგებს,  ვუცხადებთ მხარდაჭერას - ხაზარაძე

კოალიცია “ძლიერი საქართველო“ ელჩებს და იმ საჯარო მოხელეებს, რომლებიც ტოვებენ "ოცნების" რიგებს სრულ მხარდაჭერას უცხადებს.

ამის შესახებ კოალიციის ერთ-ერთი ლიდერი, მამუკა ხაზარაძე სოციალურ ქსელში წერს და აღნიშნავს,რომ “მათი ეს ნაბიჯი აუცილებლად დაფასდება“.

ელჩებს და იმ საჯარო მოხელეებს, რომლებიც ტოვებენ "ოცნების" რიგებს და ღიად აპროტესტებენ რუსულ პოლიტიკას საქართველოში, ჩვენ, კოალიცია “ძლიერი საქართველო” ვუცხადებთ სრულ მხარდაჭერას.

მათი ეს ნაბიჯი აუცილებლად დაფასდება არა მხოლოდ ჩვენი, არამედ ხალხის მხრიდან!“, წერს ხაზარაძე.

მსგავსი სიახლეები