ნიღაბი გახდა ამ ახალგაზრდებზე მოძალადე ხელისუფლების სიმბოლო - გახარია
პარტია "საქართველოსთვის" ლიდერმა ინგოროყვას კლინიკაში აქციაზე ნაცემი თანაგუნდელები და სხვა დაზარალებულებიც მოინახულა. ამის შესახებ გიორგი გახარია სოციალურ ქსელში წერს. ოპოზიციონერი ლიდერის თქმით, ყველა ნაცემი აქტივისტი ნიღბიანების სისასტიკეზე ერთი და იგივე სცენარს ყვება.
“ნიღაბი გახდა ამ ახალგაზრდებზე მოძალადე ხელისუფლების სიმბოლო“, - წერს გახარია.
ახლა ვიყავი ინგოროყვას კლინიკაში. მოვინახულე ჩვენი თანაგუნდელი, ვატო გვაზავა და მქონდა შესაძლებლობა, გავსაუბრებოდი სხვა სასტიკად ნაცემ ახალგაზრდებს.
თითოეული ამ ადამიანის ისტორია მსგავსია - ნიღბიანი მოძალადეები ახალგაზრდებს მიზანმიმართულად ურტყამდნენ სახეში და თავის არეში. ეს იყო დასჯის ოპერაცია!
თუმცა, მათთან საუბრის შემდეგ, ამ სისასტიკის მიუხედავად, დავრწმუნდი, რომ ეს ხალხი ხვალ ისევ გააგრძელებს ბრძოლას.
ნიღაბი გახდა ამ ახალგაზრდებზე მოძალადე ხელისუფლების სიმბოლო!, - წერს გახარია.