"თუ წესებს პატივს არ სცემთ, ჩაო ასტალავისტა" - ლუქსემბურგის საგარეო საქმეთა მინისტრი "ოცნებას"

03.12.24 19:29
"თუ წესებს პატივს არ სცემთ, ჩაო ასტალავისტა" - ლუქსემბურგის საგარეო საქმეთა მინისტრი "ოცნებას"

საქართველოს მთავრობა არასწორი მიმართულებით წავიდა - ამის შესახებ ლუქსემბურგის საგარეო საქმეთა მინისტრმა ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის დაწყებამდე ბრიუსელში ჟურნალისტებს განუცხადა.

ქსავიე ბატელის განცხადებით, საქართველოს ევროპული კურსისგან გადაუხვია და ამის კიდევ ერთი დასტურია არჩევნები, რომლის სამართლიანობა მისი თქმით, კითვხის ნიშნის ქვეშ დგას

"არის წესები, თუ წესებს პატივს არ სცემთ, ჩაო ასტალავისტა" - ამბობს დიპლომატი. 

ჩვენ ვუთხარით საქართველოს ევროკავშირთან დაახლოების შესახებ,  გავხსენით დისკუსია და კარი და ეს იყო ნამდვილად მნიშვნელოვანი მომენტი. მათ გადაწყვიტეს, რომ სტატუსი მიღებულია და ჩვენ შეგვიძლია გავაკეთოთ ის, რაც გვინდა. და  ისინი არასწორი მიმართულებით წავიდნენ. მათ გადაწყვიტეს ევროკავშირის გზის გაჭრა. მე ვხედავ, რომ დიდი პრობლემებია პრეზიდენტსა და მთავრობას შორის. არჩევნების არ აღიარება, იყო თუ არა ეს არჩევნები სამართლიანი. ჩვენ პატივს ვცემთ საქართველოს ნებას.  მაგრამ ჩვენ ახლა აღარ გავაგრძელებთ დისკუსიას, თუკი მათ არ უნდათ ევროკავშირთან დაახლოება. მაგრამ არა მგონია, ეს ქართველების ინტერესი იყოს.  წინააღმდეგობა,  სანქციები და პროგნოზები, ეს რთულია.  რაც ქართველებს უნდა ვუთხრათ, არის ერთადერთი -  არის წესები, თუ წესებს არ სცემთ პატივს, ჩაო ასტალავისტა!! 

მსგავსი სიახლეები