საკონსტიტუციო სასამართლომ დღეს თავის თავს გამოუტანა განაჩენი - პრეზიდენტი

03.12.24 18:58
საკონსტიტუციო სასამართლომ დღეს თავის თავს გამოუტანა განაჩენი - პრეზიდენტი

საკონსტიტუციო სასამართლომ დღეს თავის თავს გამოუტანა განაჩენი - ამის შესახებ ორბელიანების სასახლეში გამართულ ბრიფინგზე, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა.

ზურაბიშვილის თქმით, იმედი, რომ საკონსტუტიო მიიღებდა ობიექტურ გადაწყვეტილებას იყო მცირე.

დღეს საკონსტიტუციო სასამართლომ განაჩენი თავის თავს და ქვეყანას და ქვეყნის ყველა ინსტიტუტს გამოუტანა. არსებობდა შანსი, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ქვეყანა საკონსტიტუციო ჩარჩოში დაბრუნებულიყო. იმ სიტუაციამ, სადაც არჩევნებამდე ვიყავით, რაც საწყისია მთელი ამ არალეგიტიმური, ერთმანეთზე გადაბმული მოვლენებისა, მიგვიყვანა იქამდე, რომ ამ ქვეყანაში არცერთი ლეგიტიმური ინსტიტუტი აღარ არსებობს - არა პარლამენტი, არა ამ პარლამენტის მიერ არჩეული მთავრობა, არა საკონსტიტუციო სასამართლო, რომელმაც თავისი არსება დაკარგა და არა მთელი რიგი იმ ინსტიტუციებისა, რომლებიც სრულად დამოკიდებულები არიან ერთპარტიულ წყობაზე რომელიც ქვეყანაში დამკვიდრდა.

დღეს ვართ ძალიან სახიფათო მდგომარეობაში, როცა ქვეყანას არ გააჩნია არანაირი კონსტიტუციური ძალაუფლება, სადაც დანა ჩაარტყეს კონსტიტუციას და დახიეს", - განაცხადა პრეზიდენტმა

ცნობისთვის, საკონსტიტუციო სასამრთლომ პრეზიდენტის და პარლამენტის წევრების სარჩელი არჩევნების შედეგების ბათილობაზე არ დააკმაყოფილა. მერამ ტურავას სასამართლოთა კოლეგიამ სარჩელი წარმოებაშიც კი არ მიიღო.

განსხვავებული აზრი ჰქონდა ორ მოსამართლეს - გიორგი კვერენჩხილაძეს და თეიმურაზ ტუღუშს. 

მსგავსი სიახლეები