"ივანიშვილის პასუხისმგებლობაა დააბრუნოს რეჟიმი არაძალადობრივ მდგომარეობაში. ჩემი პასუხისმგებლობაა წავიყვანო ეს ქვეყანა ახალ არჩევნებამდე" - პრეზიდენტი

03.12.24 19:17
"ივანიშვილის პასუხისმგებლობაა დააბრუნოს რეჟიმი არაძალადობრივ მდგომარეობაში. ჩემი პასუხისმგებლობაა წავიყვანო ეს ქვეყანა ახალ არჩევნებამდე" - პრეზიდენტი

ივანიშვილის პასუხისმგებლობაა დააბრუნოს მისი რეჟიმი არაძალადობრივ მდგომარეობაში... ჩემი პასუხისმგებლობაა ავიყვანო ეს ქვეყანა ახალ არჩევნებამდე - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.

ზურაბიშვილის თქმით, ხელისუფლებას რჩება ერთი კონსტიტუციური, ლეგიტიმური ინსტიტუტი და ეს პრეზიდენტია. 

„ხელისუფლებას რჩება ერთი კონსტიტუციური, ლეგიტიმური ინსტიტუტი და ეს მე ვარ. ეს არის ძალიან დიდი პასუხისმგებლობა და რჩება მეორე მხარეს ერთი ადამიანი, რომელმაც მოახდინა ძალაუფლების სრული უზურპაცია ამ ქვეყანაში. სიტყვა ხელისუფლებას არ ვამბობ, ძალაუფლების და დააწესა ძალადობრივი რეჟიმი. ეს არის ივანიშვილი და ჩვენ უნდა მოვნახოთ გამოსავალი ამ ქვეყნისთვის, რომელიც იქნება მშვიდობიანი. მისი პასუხისმგებლობა იქნება, რომ დააბრუნოს თავისი რეჟიმი არაძალადობრივ რეჟიმში, ხალხს მოუსმინოს. ჩემი პასუხისმგებლობა არის, რომ წავიყვანო ეს ქვეყანა ახალ არჩევნებამდე, რომელიც ლეგიტიმურად აირჩევს თავის ხვალინდელ ხელისუფლებას," - განაცხადა ზურაბიშვილმა.

მსგავსი სიახლეები