რუსთაველის გამზირი ისევ პროტესტის ეპიცენტრია

03.12.24 20:15
რუსთაველის გამზირი ისევ პროტესტის ეპიცენტრია

 

რუსთაველის გამზირი ისევ პროტესტის ეპიცენტრია. დედაქალაქის ცენტრში უამრავი ადამიანია შეკრებილი. მთავარი გამზირი ხალხის სიმრავლის გამო უკვე გადაიკეტა. 

მოქალაქეები ამბობენ, რომ არაფრის ეშინიათ და იბრძოლებენ იქამდე, ვიდრე ქვეყანა ევროპულ კურსს არ დაბრუნდება. 

რუსეთში ვიმსახურე სამხედროში და ვიცი რუსი ვინაა და რა არის და არ მინდა, რომ შვილები წავიდნენ რუსეთის ჯარში და იმსახურონ იქ, უკრაინის წინააღმდეგ იბრძოლონ. მე მინდა, ვიყოთ თავისუფლები და ვიყოთ ევროპისკენ, - ამბობს მოქალაქე. 

პარალელურად, ჭიჭინაძის და ჩიტაძის ქუჩაზე პოლიციაა მობილიზებული. სამართალადცველები არიან პარლამენტის შიდა ტერიტორიაზეც. 

მსგავსი სიახლეები