აქციაა ბათუმშიც - შშმ პირებმა თბილისში ნაცემი აქტივისტების ფოტოები გაშალეს

03.12.24 20:49
აქციაა ბათუმშიც - შშმ პირებმა თბილისში ნაცემი აქტივისტების ფოტოები გაშალეს

 

ბათუმში პროტესტის ეპიცენტრი საკონსტიტუციო სასამართლოა, სადაც პლენუმმა დღეს "ოცნების" მიერ ჩატარებულ არალეგიტიმურ არჩევნებს მწვანე შუქი აუნთო. აქციაზე იმყოფებიან შშმ პირებიც. მათ ადილზე იმ ადამიანების ფოტოები აქვთ მიტანილი, რომლებიც თბილისში სპეცრაზმმა სასტიკად სცემა.

ჩვენ ბევრი ცივი დღე და ღამე გამოვიარეთ საქართველოში და დრესაც, 3 დეკემბერსაც როცა უნდა ვსაუბრობდეთ ჩვენს უფლებებზე, გვიწევს საუბარი იმაზე, რომ არა ძალადობას და გვიწევს ამისგან გამიჯვნა, რადგან არალეგიტიმური ხელისუფლება ცდილობს ძალადობას და დღეს ჩვენი თემის წევრიც სცემეს სასტიკად, რომელიც იმყოფება ამ დრომდე კლინიკაში. ყველა ადამიანს ვუცხადებთ მხარდაჭერას, - ამბობს აქციის მონაწილე შშმ პირი.  

პროტესტის მონაწილეების წინააღმდეგ ხელისუფლებას ომონი ჰყავს გამოყვანილი.

მსგავსი სიახლეები