დიდი დებატების მოლოდინში - ჯანელიძე და ხიდაშელი კობახიძესთან და პაპუაშვილთან დებატებს დათანხმდნენ

03.12.24 22:37
დიდი დებატების მოლოდინში - ჯანელიძე და ხიდაშელი კობახიძესთან და პაპუაშვილთან დებატებს დათანხმდნენ

დიდი დებატების მოლოდინში - საქართველოს საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი მიხეილ (პაპუნა) ჯანელიძე და საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი თინათინ ხიდაშელი ხვალ, 4 დეკემბერს, საქართველოს პირველ არხზე საქართველოს არალეგიტიმურ პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან და პარლამენტის არალეგიტიმურ თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილთან, პირდაპირ ეთერში, საჯარო დისკუსიაში მონაწილეობას დათანხმდნენ.

თინათინ ხიდაშელმა და მიხეილ ჯანელიძემ „ქართული ოცნების“ 28 ნოემბრის განცხადებასთან დაკავშირებით საჯარო დისკუსიაში ჩართვის ინტერესი თავად გამოთქვეს. ირაკლი კობახიძემ, შალვა პაპუაშვილთან ერთად, შესთავაზა საზოგადოებრივ მაუწყებელს, 4 დეკემბერს დაუთმოს ეთერი მიხეილ ჯანელიძესა და თინათინ ხიდაშელთან საჯარო დისკუსიისთვის.

დისკუსია საზოგადოებრივ მაუწყებელზე, 4 დეკემბერს, 22:00 საათზე გაიმართება.

მსგავსი სიახლეები