"საბა": ლიტერატურა თავისუფალი სიტყვის წინააღმდეგ სასტიკი მეთოდებით ბრძოლის მრავალ შემთხვევას იცნობს, არცერთი დასრულებულა მისი დამარცხებით

03.12.24 22:53
"საბა": ლიტერატურა თავისუფალი სიტყვის წინააღმდეგ სასტიკი მეთოდებით ბრძოლის მრავალ შემთხვევას იცნობს, არცერთი დასრულებულა მისი დამარცხებით

ელექტრონული წიგნების პლატფორმა "საბა" მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

ლიტერატურა თავისუფალი სიტყვის წინააღმდეგ სასტიკი მეთოდებით ბრძოლის მრავალ შემთხვევას იცნობს და არცერთი ეს შემთხვევა თავისუფალი სიტყვის დამარცხებით არ დასრულებულა! - აღნიშნულია წერილში.

"ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში საპროტესტო აქციების დარბევისას დაპატიმრებულ და სასტიკად ნაცემ მოქალაქეებს შორის ქართველი მწერლები და მთარგმნელებიც არიან. სცემეს, მძიმე დაზიანება მიაყენეს და პატიმრობა მიუსაჯეს პოეტსა და მთარგმნელ ზვიად რატიანს, დაპატიმრებულია პოეტი თორნიკე ჭელიძე, ხოლო მთარგმნელი დავით ხარაიშვილი  სხეულის მრავლობითი, მძიმე დაზიანებით და ტვინის შერყევით საავადმყოფოშია გადაყვანილი. ლიტერატურა თავისუფალი სიტყვის წინააღმდეგ სასტიკი მეთოდებით ბრძოლის მრავალ შემთხვევას იცნობს და არცერთი ეს შემთხვევა თავისუფალი სიტყვის დამარცხებით არ დასრულებულა! სოლიდარობა სამართლიანი პროტესტის მონაწილეებს!" - წერია განცხადებაში.

ფოტო: Shalika studio 

მსგავსი სიახლეები