სპეცრაზმი მოქალაქეებზე ძალადობს და აკავებს (ვიდეო)
რუსთაველის გამზირზე ვითარება დაიძაბა - სპეცრაზმმა მომიტინგეების დაკავება დაიწყო. "პირველების" კორესპოდენტის ცნობით, პარლამენტის წინა ტერიტორია, ასევე, ჩიტაძისა და ჭიჭინაძის ქუჩები გომელაურის უწყების თანამშრომლებმა დაიკავეს.
მანამდე გაუშვეს წყლის ჭავლი, მომიტინგეების მიერ „თბილისი მერიოტთან“ გადანაცვლების შემდეგ, ე.წ. მორბენალებმა რამდენიმე ადამიანი დააკავეს.